ლივერპულის სასამართლოში, 17 წლის მოზარდს, სამი გოგონას მკვლელობისა და ათობით ადამიანზე თავდასხმისთვის, ბრალი წარედგინა. ბიჭი ინგლისის ქალაქ საუტპორტში ცეკვის სკოლაში დანით შეიჭრა, 11 წლამდე სამი გოგონა მოკლა და 9 ადამიანი დაჭრა.
პოლიციის მონაცემებით, ხუთი პირის მდგომარეობა მძიმე რჩება. სამართალდამცველების ინფორმაციით, გამოძიებას ტერორიზმთან რაიმე კავშირი არ აღმოუჩენია.
მომხდარის გამო, ბრიტანულ ქალაქში ულტრამემარჯვენეების აქცია გაიმართა - ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის "ბრიტანული თავდაცვის ლიგის" წევრები მეჩეთს აგურებს ესროდნენ, დაწვეს პოლიციის კუთვნილი ავტომობილი და ბრიტანეთში მიგრანტების შეშვების აკრძალვას ითხოვდნენ.
დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. შედეგად, 39 სამართალდამცავია დაშავებული.