22 აგვისტო 2026,   07:47
ვრცლად
სიღნაღი "ზაფხულის ღამის ფესტივალს" მასპინძლობს

კახეთი "ზაფხულის ღამის ფესტივალს"მასპინძლობს. ფესტივალში, რომელიც უკვე მეოთხე წელია სიღნაღში ტარდება, საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსები მონაწილეობენ - მათ შორის არიან ზაზა მარჯანიშვილი, ლევან ჯაფარიძე, დავით ქარჩავა, გიორგი კობახიძე, ჯგუფი "ნალი" და ბენდი "ფლეშბექი".

ფესტივალზე, მთელი დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა მხატვართა ნამუშევრების, ხელნაკეთი აქსესუარებისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა. საღამო ჯაზ-კონცერტით დასრულდა. ფესტივალის ორგანიზატორია მუსიკოსთა კავშირი ZMG-ART.

 

დღის ამბები