საფრანგეთში, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, ავტომობილი რესტორნის ტერასას შეეჯახა, რის შედეგადაც 1 პირი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოცემის ინფორმაციით, ავტომობილში ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ის არ დაშავებულა.