09 სექტემბერი 2026,   10:27
ვრცლად
წაღვერში, სახელმწიფო ტყეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ხე-ტყის უკანონო მოპოვება წაღვერში - კანონდარღვევა გამოვლენილია სახელმწიფო ტყეში, სადაც ადგილობრივმა მკვიდრმა ექვს კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი მოიპოვა. მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, მასალა კი წაღვერის საქმიან ეზოშია გადატანილი.

მსგავსი კანონდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგები. ასევე სატყეო სამსახურის თანამშრომლები მონიტორინგს დრონების საშუალებითაც ახორციელებენ.

დღის ამბები