08 სექტემბერი 2026,   16:31
ვრცლად
ორგანიზაცია "ნაბიჯის" დამფუძნებელი დავით ჩხობაძე ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს, ქუჩაში სიტყვიერად დაუპირისპირდა

ორგანიზაცია "ნაბიჯის" დამფუძნებელი დავით ჩხობაძე ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს, ქუჩაში სიტყვიერად დაუპირისპირდა. შეკამათების ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ აქტივისტი მინისტრს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს.

დავით ჩხობაძე ორგანიზაცია "ნაბიჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ აქციებს აორგანიზებდა.

ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.

"უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც ნაცები და ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა - ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების. ის, რომ ევროპელი დიპლომატები დღემდე ერთი სიტყვითაც არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენჯეოების მხრიდან ძალადობის და ზიზღის კამპანიას, ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა. ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ," - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

დღის ამბები