08 სექტემბერი 2026,   20:30
ვრცლად
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ნიკა გვარამია ვერ ბედავს თქვას, საიდან აიღო 40 მილიონი. ოპონენტების გასაშავებლად ტყუილს იგონებს - ჩვეულებრივი აფერისტია

დაპირისპირების ახალი ტალღა ოპოზიციაში. ისევ ღია ბრალდებები და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მწვავე განცხადებები. ამჯერად მიზეზი ნიკა გილაურის თემა, 40 მილიონი და ფინანსური გარიგებებია.

"ახალისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ერთმანეთს ტყუილებში, მანიპულაციებსა და ამორალურ ქცევაში ადანაშაულებენ.
ნიკა გვარამია "ნაციონალური მოძრაობის" და "გირჩის" ბრალდებებს ეხმაურება და წერს, რომ ფული პროტესტის გაშავებაში აიღეს.

პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამია ვერ ბედავს თქვას საიდან აიღო 40 მილიონი და სინამდვილეში მთავარი პრობლემა ეს არის.

"ნიკა გვარამიას ისე ცუდად აქვს საქმე, რომ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჩვენ, "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" შეკრულად მას ვუტევთ. სინამდვილეში მთავარი პრობლემა ის არის, რომ ნიკა გვარამია ვერ ბედავს თქვას, საიდან აიღო 40 მილიონი. ოპონენტების გასაშავებლად ტყუილს იგონებს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. "მთავარ არხზე" რომ იყო, სუფთა ტყუილებს ამბობდა და ამით საბოლოო ჯამში გვებრძოდა და ჩვენთვის ეს ახალი არაფერია, მაგრამ ამ სიტუაციაში, როცა ის უპირისპირდება, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს, მათ შორის მისი მხარდამჭერები, იმედია, მიხვდებიან, რომ ჩვეულებრივი აფერისტია", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები