09 სექტემბერი 2026,   06:11
ვრცლად
უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა - Reuters

უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა და განაცხადა, რომ ისინი მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებლად მოქმედებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს და მისი პასუხი უნგრეთისთვის მტკივნეული იქნებოდა.

"გაძევებული პირები უნგრეთში ისეთ საქმიანობას ეწეოდნენ, რაც ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატებისთვის მიუღებელია", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა ელექტრონული ფოსტით გავრცელებულ განცხადებაში. მედიის განმარტებით, მინისტრს ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ნათესაური კავშირი არ აქვს.

"ეს გადაწყვეტილება... არ გულისხმობს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. უნგრეთი აპირებს გააგრძელოს აუცილებელი დიალოგი", - ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროპის ბევრმა ქვეყანამ ათობით რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, მაშინ როცა უნგრეთს 2018 წლიდან დღემდე არც ერთი რუსი დიპლომატი არ გაუძევებია.

დღის ამბები