24 ივნისი 2026,   17:00
ვრცლად
არაოფიციალურად, ისრაელმა და "ჰამასმა" ბაიდენის შეთავაზებულ წინადადებაზე თანხმობა, პრაქტიკულად, განაცხადეს

"ჰამასის" ოფიციალური პასუხის მოლოდინში - თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბის თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ჯო ბაიდენის გეგმის პირველი ეტაპის დაწყებას ორივე მხარე რაც შეიძლება მალე დათანხმდება. არაოფიციალურად, ისრაელმაც და "ჰამასმაც" შეთავაზებულ წინადადებაზე თანხმობა, პრაქტიკულად, განაცხადეს.

გეგმის მიხედვით, პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ, "ჰამასის" მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში, ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.

 

დღის ამბები