ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ვითარებას ადგილზე შეისწავლის.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა სასოფლო სამეურნეო სავარგულების ნაწილი და საცხოვრებელი სახლები.