15 სექტემბერი 2026,   09:21
ვრცლად
მზადება 26 მაისისთვის - დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავისუფლების მოედანზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს

მზადება 26 მაისისთვის - დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავისუფლების მოედანზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სცენა დამონტაჟებულია, უკვე მომზადდა სპეციალური ადგილი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილისთვის, წვევამდელები ფიცს ამჯერადაც ქვეყნის მთავარ მოედანზე დადებენ.

თბილისი გამონაკლისი არ არის, ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში გაიმართება. თავისუფლების მოედანზე კი ამ წუთებში გენერალური რეპეტიციისთვის ემზადებიან.

დღის ამბები