რამდენიმე საათია თბილისის ცენტრში სიმშვიდეა - ხანგრძლივი პარალიზების შემდეგ, დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. პროტესტის მე-19 ღამეს, გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია, ძირითადად, ორ ადგილზე - გმირთა მოედანსა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა.
ღამის 02:00-03:00 საათისთვის გმირთა მოედანზე მყოფი დემონსტრანტების მცირე ნაწილი პარლამენტთან დაბრუნდა და მალევე დაიშალა.
მას შემდეგ, რაც ტერიტორია დემონსტრანტებმა დატოვეს, პოლიციამ საავტომობილო გზები ბარიკადებისგან გაწმინდა; დედაქალაქის მთავარი ქუჩები დაასუფთავეს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა.