15 სექტემბერი 2026,   10:07
ვრცლად
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ევროპის 33 ქვეყნის პენიტენციურ უწყებათა სასწავლო ცენტრის მენეჯერებისთვის ტრენინგებს ატარებს

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ევროპის 33 ქვეყნის პენიტენციურ უწყებათა სასწავლო ცენტრის მენეჯერებისთვის ტრენინგებს ატარებს. პირველი სასწავლო კურსი, რომელიც კრიზისების მართვას ეხებოდა, ტალინში გაიმართა.

განხილვის თემა პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისის მართვასთან დაკავშირებული მიდგომები და მათი პრაქტიკაში განხორციელება იყო.

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი მიმდინარე წელს ევროპის პენიტენციური დაწესებულებების სასწავლო ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარეა.

დღის ამბები