საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია დედაქალაქის სიახლოვეს საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.
რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ვინიცის ოლქში საცხოვრებელ სახლს დაეჯახა - დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი. ხმელენცკის ოლქში "შაჰედის" ტიპის 2 დრონი ჩამოაგდეს. დაფიქსირდა იერიშები სუმის ოლქშიც, არიან დაშავებულები.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის არასოდეს წამოიწყებს შეტევას რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა არ გამორიცხავს უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას. ემანუელ მაკრონის თქმით, დღევანდელი სიტუაციით ამის საჭიროება არ არის.
NATO-ს გენერალური მდივანმა, ალიანსის წევრებს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინას საჭირო აღჭურვილობა და იარაღი მიაწოდონ.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ბულგარეთმა უკრაინას 100 ჯავშანტრანსპორტიორი გაუგზავნა.
შვედეთი კი შეუერთდა ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ და ამისთვის 30 მილიონ ევროს გამოყოფს.