25 ივნისი 2026,   05:52
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინული ქალაქები დაბომბეს, არის მსხვერპლი

უკრაინაში ომი გრძელდება - რუსულმა ძალებმა იერიში კუპიანსკზე მიიტანეს, დაიღუპა 2 მოქალაქე.

ქვემეხებით დაიბომბა ჩერნიგოვის ოლქი, დაიღუპა 1 ადამიანი.

საარტილერიო იერიში განხორციელდა დნიპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რეგიონზეც. დაიბომბა ხარკოვისა და სუმის ოლქებიც, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები.

დღეს, უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში კოლეგას შეხვდება, მხარეები რუსეთთან ომს, "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას" და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მხარი დაუჭირა უკრაინის არმიის ყოფილი მეთაურის, ზალუჟინის დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშვნას.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, დიდი ბრიტანეთ უკრაინისთვის 325 მილიონ ფუნტს, უახლესი, 10 ათასი დრონის შესაძენად გამოყოფს. ლიეტუვამ, კიევს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა.

დღის ამბები