15 სექტემბერი 2026,   11:06
ვრცლად
ევროპელი მაღალჩინოსნები რუსეთ-უკრაინის ომის ორი წლისთავს ეხმაურებიან

უკრაინელებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას აანონსებენ და რუსეთ-უკრაინის ომის ორი წლისთავს ეხმაურებიან ევროპელი მაღალჩინოსნები. "უკრაინის მომავალი ევროკავშირშია"- წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ახსოვს უკრაინელების გამბედაობა და ყველაფერი, რისთვისაც ისინი იბრძვიან.

"დავამტკიცეთ სანქციების მე-13 პაკეტი. ეს შეზღუდვები დიდ ზარალს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას."- ასე გამოეხმაურა ომის ორ წელს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი.

დღის ამბები