15 სექტემბერი 2026,   12:23
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა დაღუპული იუნკერების მემორიალი კოჯორში გვირგვინით შეამკო

სალომე ზურაბიშვილმა დაღუპული იუნკერების მემორიალი კოჯორში გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას, რის შემდეგაც პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფასთან მივიდა.

"ეს არის ისეთი დღე, რომელსაც მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილს არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში, იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკრების ხსოვნისათვის.

 

დღის ამბები