



ტეხასის შტატის ქალაქებში, ოსტინსა და ჰიუსტონში, ქართული ღვინის რიგით მეექვსე ფორუმი გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, ფორუმის ორდღიანი პროგრამა მოიცავდა კონფერენციას, რომელიც ქალაქ ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტში, ხოლო ქალაქ ჰიუსტონში - რაისის უნივერსიტეტში გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში, განიხილეს ქართული ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები და ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია.