აჭარაში შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციას ატარებს. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებები ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით მიმდინარეობს.
საქმეში, საზღვარგარეთ მყოფი რამდენიმე ე.წ. კანონიერი ქურდის სახელიც ფიგურირებს.
საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, უკვე დაკავებულია არაერთი პირი. ინფორმაცია "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.