25 სექტემბერი 2026,   00:52
ვრცლად
"გაძლევთ გარანტიას, რომ სინოდი ერთიანია" - საპატრიარქოში სინოდის სხდომის გასამართად მაღალი იერარქიის სასულიერო პირები უკვე შეიკრიბნენ

რამდენიმე წუთში საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყება. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები უკვე შეკრებილები არიან. რა საკითხებია სინოდის სხდომის დღის წესრიგში, ინფორმაცია წინასწარ არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ განიხილება მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და მე-10 საუკუნეში მცხოვრები საეკლესიო მოღვაწეების წმინდანად შერაცხვის საკითხი.

"თქვენ, კრიტიკული ოპოზიცია [გაქვთ], ხატავთ, რომ ჩვენში რაღაც არის, ჩვენ ერთიანი ვართ. გაძლევთ გარანტიას, რომ სინოდი ერთიანია. მე, თქვენი ტელეარხების საშუალებით, საზოგადოებას პირობას ვაძლევ, რომ რა საკითხებიც იქნება, ყველაფერს გაიგებს. საკითხები ძალიან ბევრია, აქტუალური საკითხებია, რომელს დავამტკიცებთ და რომელს მივიღებთ - არ ვიცი. გერონტი ავალიანი არის ვანში წამებული მოძღვარი და მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი შეტანილი მაქვს. წინა სინოდზე არ გამოვიდა, შეიძლება, არც ახლა გამოვიდეს. ეს საკითხი მაქვს მე პირადად დაყენებული,"- აცხადებს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ბულუხია.

შეგახსენებთ, რომ წელს სინოდი უკვე მეორედ იკრიბება.

დღის ამბები