25 სექტემბერი 2026,   01:55
ვრცლად
„სტარლინკის დანერგვის შემდეგ, ყველა მაღალმთიან და ფართოზოლოვანი ინტერნეტდაფარვის არმქონე დასახლებაში, მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი“ - კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის სტარლინკს ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში მიანიჭა. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „სფეის იქსი“ საქართველოს სტარლინკის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს.

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, სტარლინკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია.

"სტარლინკი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის, იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.

სტარლინკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. სტარლინკის დანერგვის შემდეგ, ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის უკვე საქართველოშია შესაძლებელი", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები