ზუგდიდის მერმა მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა. მამუკა წოწერიამ ანგარიში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონას მცხოვრებლებს გააცნო, მოსახლეობის კითხვებს უპასუხა და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მერის ანგარიშის მიხედვით, 2022-2023 წლებში ზუგდიდში 150-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულება 130 მილიონ ლარამდეა. რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 13 კმ-მდე გზას, ხოლო ამჟამად მიმდინარეობას 54 კმ-მდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.