ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრისთვის, პოეტ დავით გაბისკირიას აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. მას ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა. პოეტს პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, 25 ივლისს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე იურიდიული კომპანიის ოფისში, ბრალდებულმა სამშენებლო ბიზნეს საქმიანობის ფარგლებში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.