14 ივნისი 2026,   05:04
ვრცლად
ცნობილია, ვინ არის მამაკაცი, რომელმაც გუშინ ვაკეში ბიზნესმენი დაჭრა - "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

ვაკეში მომხდარი დაჭრის საქმეზე "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია - ცნობილი გახდა, თუ ვინ არის დაკავებული, ასევე ის, თუ რა გახდა სროლის მიზეზი.

სროლა მზიურის პარკთან გუშინ საღამოს მოხდა. სამშენებლო კომპანია "ტაგი გრუპის" ერთ-ერთი მეწილე ტატო გურგენიძე ფეხში დაჭრეს.

დაკავებული დავით გაბისკირიაა, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით, თბილისში გარკვეული მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც ბიზნესმენებს - დაჭრილ ტატო გურგენიძეს და მის ბიზნეს პარტნიორს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყება სურდათ. სწორედ აღნიშნული შეთანხმების დეტალებზე სასაუბროდ იმყოფებოდნენ მხარეები ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე მდებარე იურიდიულ კომპანია "ჯი ემ ჯი ჯგუფში", რა დროსაც მხარეებს შორის კონფლიქტი დაიწყო. ცნობილია, რომ დავით გაბისკირიამ რამდენიმე გასროლა განახორციელა ბიზნესმენ ტატო გურგენიძის მიმართულებით.

ის მალევე კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის წარმომადგენელი "კურიერთან" ამბობს, დაშავებული ბიზნესმენის მდგომარეობა სტაბილურია.

"პაციენტი შემოიყვანეს გუშინ ნაშუადღევს, ცეცხლსასროლი დაზიანებით თეძოს მიდამოში. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, დაზიანებული იყო წვრილი ნაწლავი. ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა სტაბილურია, გადაყვანილია ქირურგიულ დეპარტამენტში. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაიმედებელია, პროგნოზი დადებითი," - აცხადებს კლინიკური მენეჯერი გუგა შალამბერიძე.

დღის ამბები