ვაკეში, 38 წლის ბიზნესმენის დაჭრაში ეჭვმიტანილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. "კურიერის" ინფორმაციით, მისი ვინაობა იდენტიფიცირებულია.
შემთხვევა გუშინ მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, იურიდიულ ფირმასთან მოხდა. ტატო გურგენიძეს, რომელიც სამშენებლო კომპანია "ტაგი გრუპის" ერთ-ერთი მეწილეა, ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
წინასწარი ცნობით, მომხდარი ბიზნეს წილებზე მიმდინარე დავას უკავშირდება. უკვე გამოიკითხნენ მოწმეები.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.