"მაჭახლობა 2026" - აჭარაში სახალხო დღესასწაული გაიმართა. ღონისძიებას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო.
ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ "მაჭახლობა" ხელს უწყობს ხელვაჩაურის ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ხეობის უნიკალური რესურსების წარმოჩენას და ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას.