25 სექტემბერი 2026,   03:39
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის გარშემო გადაჯგუფება არ ემსახურება საქართველოს საზოგადოების დაკვეთას" - ირაკლი კუპრაძე

"ნაციონალური მოძრაობისა" და "სტატეგია აღამაშენებელის" მიერ ერთობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იმ ოპოზიციური პარტიების წევრები ეხმაურებიან, რომლებიც ამ გაერთიანებას ამ ეტაპზე არ უერთდებიან.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე მესამე ალტერნატიული ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, სადაც ის პროდასავლურ პარტიები უნდა გაერთიანდნენ, რომლებიც თავს "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით ვერ ხედავენ

"არ არის საინტერესო მსგავსი გაერთიანება. "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო გადაჯგუფება არ ემსახურება საქართველოს საზოგადოების დაკვეთას. გარდაუვალია მესამე ალტერნატიული ცენტრის შექმნა, სადაც იმ პროდასავლურ პარტიებს ვეპატიჟებით, რომელიც ვერ ხედავს საკუთარ თავს ნაციონალური მოძრაობის გვერდით," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრმა, ჰერმან საბომ.

"მოვუწოდებთ ყველა დანარჩენ პარტიებს, რომლებიც არ არიან მზად იდეებზე სასაუბროდ, რომ ასეთ გაერთიანებაში მიიღონ მონაწილეობა, რადგან ეს ჩვენ, "გირჩს" დაგვიტოვებს მეტ შესაძლებლობას, რომ შუაშისტ ამომრჩეველზე ვიმუშაოთ," - განაცხადა ჰერმან საბომ.

 

 

დღის ამბები