14 ივნისი 2026,   05:47
ვრცლად
ტურისტებს დიდი ოდენობით თანხებს სძალავდნენ - თბილისში რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა

რამდენიმე სპეცოპერაცია თბილისში. დაკავებულია 8 ადამიანი. სპეციალური საპოლიციო ღონისძიება დედაქალაქში გვიან ღამით ერთდროულად რამდენიმე ადგილას ჩატარდა.

ერთ-ერთი ლოკაცია, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კლუბი იყო, სადაც სამართალდამცველებმა სამი პირი აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება თაღლითურ სქემას უკავშირდება.

"კურიერის" ინფორმაციით, საუბარია ტურისტებისთვის თანხის გამოძალვის სქემაზე, რომლის დახმარებითაც, კაფე-ბარებში შესულ კლიენტებს დიდი ოდენობის თანხებს მოტყუებით სძალავდნენ.

დღის ამბები