05 ოქტომბერი 2026,   14:26
ვრცლად
ანდრია ჯაღმაიძე: მიტროპოლიტ ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში, პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად, არის კერძო ვიზიტი და ის არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მიტროპოლიტ ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის "ანგელოზის დღის მისალოცად", არის კერძო ვიზიტი და ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გავრცელებული ფოტოებიდან შეიტყვეს.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს რომ მოძღვარი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება.

 

May be an image of 5 people and text

 

დღის ამბები