სახელმწიფო მინისტრმა კახეთის რეგიონში ტრენინგ-სემინარი თემაზე - "ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის", გახსნა.
თეა ახვლედიანი ახალგაზრდებს ესაუბრა, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებზე, მიღწეულ შედეგებსა და დასახულ გეგმებზე.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სახელმწიფო მინისტრმა კითხვებსაც უპასუხა. სემინარში სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან და ქვემო ქართლიდან 35 ახალგაზრდა მონაწილეობდა.