29 ივნისი 2026,   01:47
ვრცლად
საჰაერო განგაში უკრაინაში - კიევში გამთენიისას ძლიერი აფეთქებები იყო

სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაში უკრაინაში - გაფრთხილება ხარკოვის, ზაპოროჟიესა და პოლტავას ოლქებიდან შუაღამის 3 საათზე დაიწყო და მოგვიანებით უკრაინის მთელს ტერიტორიაზე გავრცელდა.

ძლიერი აფეთქებები იყო გამთენიისას კიევში. ოლქის სამხედრო ადმინისტრაცის ცნობით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ. მოქალაქეებს კი თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

რუსები თავს დაესხნენ ხარკოვის ოლქს, წინასწარი ინფორმაციით, შეტევა "S-300" ტიპის რაკეტით განხორციელდა.

ოკუპანტებმა ბახმუტის მიმართულებით თავდასხმების ინტენსივობა და ცოცხალი ძალა გაზარდა.

შეერთებული შტატები უკრაინისთვის ახალ, გრძელვადიან - მილიარდ 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოცხადებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ახალი პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ აღჭურვილობა უკრაინას მწარმოებლისგან მიეწოდება და არა თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან.


დღის ამბები