დღეს, სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს 13 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება. ამჯერად საქართველოში ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" თანამშრომლები ბრუნდებიან. გუშინ კი ქვეყანაში უკვე ჩამოფრინდნენ ავიაკომპანია "ჯეოსქაის" თანამშრომლები. საქართველოს 33 მოქალაქე ჯერ ხართუმიდან კაიროში ავტობუსებით გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ისინი ეგვიპტის გავლით, თურქეთში გაემგზავრნენ.
მათი სუდანიდან უსაფრთხოდ გამოყვანა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პარტნიორების დახმარებით უზრუნველყო.
"ჩვენი თანამშრომლები ორი დღით იმყოფებოდნენ კაიროში, უკვე გამოფრინდნენ თბილისში. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავით საგარეო უწყებასთან, ასევე საქართველოს საელჩოსთან თურქეთში, ეგვიპტეში. რაც შეეხება მათ გამომგზავრებას, იქიდან გამოაცილა საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში,“ - აცხადებს ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" გენერალური დირექტორმა, რატი ბაკურაძემ.