დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას დედაენის დღეს ულოცავს.
როგორც კალაძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულოთ, ქართული ენა, გამოხატავს ქარველიხ ხალხის თვითმყოფადობას, კულტურას და ისტორიას.
"ქართული ენა- ენა, რომელიც გამოხატავს ჩვენს თვითმყოფადობას, ეროვნულ თვითშეგნებას, უძველეს ისტორიას, უნიკალურ კულტურას. ქართული ენა- ჩვენი აწმყოს და მომავლის განმსაზღვრელი მძლავრი ფუნდამენტი; ენა, რომლითაც ქართველი ერი ამაყად ამბობს საკუთარ სათქმელს. სწორედ ამიტომ აღვნიშნავთ გამორჩეულად დედაენის დღეს.
დღესაც, ისევე როგორც 1978 წლის 14 აპრილს, გვწამს და გვჯერა, რომ ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. გილოცავთ დედაენის დღეს,"-აცხადებს კახა კალაძე.