აჯამეთის აღკვეთილში იმერული მუხის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. პროექტი კომპანია "ბი პი საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება. უკვე გაფორმდა შესაბამისი მემორანდუმი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციას „ელკანა“ შორის.
პროექტი 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იმერული მუხის 5000-მდე ნერგის დარგვას, რეგულარულ მოვლასა და 2 წლის განმავლობაში მონიტორინგს ითვალისწინებს.