08 ივნისი 2023,   01:38
ვრცლად
რუსეთში უკანონოდ გადაყვანილია 19 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი, აქედან უკრაინაში ამჟამად მხოლოდ 327 ბავშვი დაბრუნდა

ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ამ დრომდე რჩება ბახმუტი - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ოკუპანტების მცდელობის მიუხედავად, ვითარება დაძაბული, თუმცა კონტროლირებადია.

გასულ ღამით რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქზე - არიან დაშავებულები;
დაიბომბა სუმის ოლქის 4 დასახლება.

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთში უკანონოდ გადაყვანილია 19 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი, ჟენევის კონვენციების დარღვევაა. აქედან უკრაინაში ამჟამად მხოლოდ 327 ბავშვი დაბრუნდა.

საფრანგეთმა უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა „ჰოლოდომორი". რისთვისაც
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთს მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები