30 მაისი 2023,   22:18
ვრცლად
ბრაზილიაში 13 წლის მოსწავლემ მასწავლებელი მოკლა

ბრაზილიაში მასწავლებელი 13 წლის მოსწავლემ მოკლა. არასრულწლოვანმა ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები 3 მასწავლებელს და 2 თანაკლასელს მიაყენა.

მოზარდი პოლიციის განყოფილებაში მშობლებთან ერთად დაკითხვის მიზნით გადაიყვანეს. წინასწარ თავდასმის მოტივზე სამართალდამცველები არ საუბრობენ.

სან პაულოში კი გარდაცვლილი მასწავლებლის პატივსაცემად 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა.

დღის ამბები