პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ოთარ გამყრელიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
შალვა პაპუაშვილმა ოთარ გამყრელიძეს 90 წლის და მისი სამეცნიერო საქმიანობის 60 წლის იუბილე მიულოცა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ქართულ სამართალმცოდნეობაში ოთარ გამყრელიძის ღვაწლზე და დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება. დაჯილდოების ცერემონიალს პარლამენტის წევრები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ესწრებოდნენ.