საქართველოში ლიცენზირებული მუსიკის თემა დღითიდღე აქტუალური ხდება. ეს განაპირობა სამართლებრივმა მოცემულობამ, რაც გამოიხატება ბერნის კონვენციასა და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში. კანონი ითვალისწინებს საჯარო სივრცეში მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზირებული მუსიკის გაჟღერებას.
რა არის საავტორო და მომიჯნავე უფლებები? ეს არის ცნება, რომელიც ასახავს იმ უფლებათა ერთობლიობას, რომლებიც ეკუთვნის მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოების შემქმნელს (ავტორს) ან მის მემკვიდრეს. დღეს საქართველოში არსებობს ასოციაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ამ უფლებების განვითარებასა და მოწესრიგებას და ქმნიან გამჭვირვალე ჰონორარულ სისტემას.
რა სიტუაციაა ამ მხრივ ქართულ ბაზარზე, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის გემოვნებიანი მუსიკა ობიექტებში და ანიჭებენ თუ არა ისინი უპირატესობას ლიცენზირებულ მუსიკას.
როზუმი 2019 წლიდანაა საქართველოს ბაზარზე, რომლის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელია ბრიტანული კომპანია ROZUM Vision.
ROZUM- ეს არის თანამედროვე IT სერვისი, რომელიც აწვდის მუსიკას თითოეულ ობიექტს და ეს ხდება ინოვაციური ტექნოლოგიის საშუალებით, რომელიც წარმოდგენილია Rozum Box-ის სახით. შესაძლებელი გახდა ბიზნესის მართვა მუსიკის დახმარებით: ზედმეტი გადახდების გარეშე - მუსიკა, რომელიც არ მოითხოვს უფლებამფლობელთა კოლექტიური მართვის ორგანიზაციებში დამატებით გადასახადს. გარდა ამისა ROZUM სთავაზობს საზოგადოებას მზა მუსიკალურ ფლეილისტებს, მოხერხებულ მონაცემებსა და მართვის დისტანცირებულ სისტემას; რეკლამის განთავსებას ფონურ მუსიკალურ ფლეილისტში და 200 მუსიკალურ კომპოზიციას ყოველ მზა ფლეილისტში.
ROZUM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ბიზნეს სექტორში ლიცენზირებული მუსიკის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება.
„გვიხარია, რომ ამ სფეროში ტენდენცია მზარდია- მომხმარებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ლიცენზირებულ მუსიკას და იმ ფაქტს, რომ მათ მიერ გადახდილი თანხა მიდიოდეს გამჭირვალედ ავტორ-შემსრულებლებთან. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ჩვენი. შესაბამისად, გაიზარდა ცნობადობა ამ საკითხის მიმართ“,- განაცხადა ROZUM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლელა ჯიმუხაძემ.
ლიცენზირებული მუსიკის აუცილებლობაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც საუბრობენ. ამ საკითხთან დაკავშირებით რესტორანთა ქსელის „ჭაშნაგირის“ წარმომადგენელი საუბრობს:
„მუსიკას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ძალიან კარგია, როცა ეს კულტურა ინერგება- თუ მოვიხმართ მუსიკას უნდა ვიხდიდეთ ამაში თანხას. ჩვენ ვთანამშრომლობთ როზუმთან და ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩემთვის ლიცენზირებული მუსიკა ყოველთვის ძალიან პრინციპული საკითხი იყო, რადგან მქონია ამ სფეროსთან შეხება და ვიცი, რომ ავტორ-შემსრულებლები ამით არსებობენ. ამიტომ, როდესაც ვიყენებ მუსიკას, მითუმეტეს ქართულს ძალიან შემრცხვება,რომ ეს საკითხი გამართული არ იყოს“, - განაცხადა მაცაცო კევლიშვილმა.
(R)