10 ივნისი 2026,   22:49
ვრცლად
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საახალწლო ღონისძიება გაიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მოეწყო საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

განსაკუთრებული აქცენტი აქაც ბავშვებზე გაკეთდა - მათ ანიმატორების დახმარებით მრავალფეროვან წარმოდგენებსა და გასართობ პროგრამებში მონაწილეობა შეეძლოთ.

დღის ბოლოს კი სცენაზე თემურ თათარაშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, თემურ ყვითელაშვილი და ჯგუფი "ბანი" ავიდა.

დღის ამბები