14 ივნისი 2026,   15:12
ვრცლად
ხობში მეზობლებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა

ხობში, მეზობლებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა - არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით მისივე ასაკის პირმა მიაყენა.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და ის ფოთის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

დაჭრილი კი ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები