თავისუფლების მოედანზე პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ტერიტორიაზე რეაბილიტაციის ფარგლებში დამატებით მოეწყო გამწვანებული სივრცეები.
სამუშაოების ფარგლებში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა ახალი საპარკო ინვენტარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათებას და დამატებით დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემაც.
შესრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თავად შეამოწმა.