კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ფონიჭალა 3-ში, ოკუპაციას შეწირულთა სახელობის სკვერი გაიხსნა.
ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნასთან ერთად, წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა. ჯამბაზებმა ადგილზე მისული პატარების განწყობაზე იზრუნეს. ბავშვებს დახვდათ სანტა-კლაუსი და ელფიც.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, კრწანისის რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი დაესწრნენ.