დღეიდან, თბილისში საახალწლო სოფლები იხსნება. 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ბავშვებს სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას შესთავაზებენ.
ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და თოვლის ბაბუას სახლი.
აქვე მოეწყობა საბავშვო- გასართობი წარმოდგენები, კონცერტები და ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები. ყოველდღიურად, ორბელიანის მოედანსა და ათონელის ქუჩაზე განთავსებულ სადღესასწაულო სცენებზე მუსიკალური საღამოები გაიმართება.