წიგნების - "ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან" და "საისტორიო ძიებანის" პრეზენტაცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მონოგრაფიების ავტორი თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშიაა. წიგნში გადმოცემულია ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა თბილისის დაარსება და განაშენიანება, სამეფო კარისა და ურჩი ფეოდალების დაპირისპირება, დავით აღმაშენებლის სტატუსი გამეფებამდე და სხვა ისტორიული ფაქტები.