ცვლილებები "მაუწყებლობის შესახებ" კანონში და მედიის ადვოკატირების კოალიციის კრიტიკული შეფასება - წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი დაჩქარებულად, სფეროში ჩართული ადამიანების მოსაზრებების გაზიარების და რისკების შეფასების გარეშე წარიმართა, რაც ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესების საფრთხეს ქმნის.
კოალიციაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუშლის გამოხატვის თავისუფლებას და მედია სტანდარტებს.