საქალაქო სასამართლოში ძმების დავით და გუგა კაკულიების პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლას, რა დროსაც სერგო ქურთიაშვილი დაიჭრა. სხდომაზე იკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.
მათ შორის პირი, რომელმაც ბრალდებული გურამ კაკულია ამოიცნო. პროცესს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ძმები დათა და გუგა კაკულიებიც ესწრებიან.
ბრალდებული ძმების საქმეზე უკვე მეორე მოწმე იკითხება, გამომძიებელი, რომელმაც ძმები კაკულიები დააკავა.
მეორე მოწმე კი, რომელიც უკვე დაიკითხა არის ადამიანი, რომელიც თვითმხილველია. მოწმე იხსენებს, რომ ორჯერ გაიგონა გასროლის ხმა და შემდეგ დაინახა ორი ჩაფხუტიანი ადამიანი, მოწმე ამბობს, რომ ერთ-ერთ მათგანს ჩაფხუტი ოდნავ აწეული ჰქონდა და ამიტომ მისი ამოცნობა მარტივი გახდა.
გურამ და დათო კაკულიების ადვოკატი მარიამ შათირიშვილი აცხადებს, რომ ბევრი მოწმეა დასაკითხი საბოლოო გადწყვეტილებამდე.
"დარჩა დასაკითხი ექსპერტთა ნაწილი, რომელთა დასკვნებიც ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების დროს. დასაკითხები არიან გამომძიებლებიც, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ,"- აცხადებს ადვოკატი.
საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ მტკიცებულებების მიხედვით დასტურდება ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული.
"ბრალდების დადგენილებაში მითითებული ყველანაირი ჩვენება მიუთითებს, რომ ორივე ბრალდებულის მიერ არის ჩადეილი თითოეული ქმედებები. ყველა მოწმის დაკითხვის და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი გაირკვევა ბრალეულობა,"- აცხადებს თამარ ყულჯანიშვილი.
დაკავებული ძმები კაკულიები კი თავს დამნაშავედ არცერთ ეპიზოდში არ ცნობენ და ბრალს არ აღიარებენ.