10 ოქტომბერი 2026,   02:30
ვრცლად
ბათუმში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დაიწვა

ბათუმში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დაიწვა - ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე ბანკის ფილიალს ცეცხლი დილით გაუჩნდა, დაზიანდა მინები და ბანკის ინვენტარი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხდა. ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და ბანკში არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენებია.

ამ დროისთვის, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ. შსს-მ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. 

დღის ამბები