შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა.
ყურადღება გამახვილდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის გამოწვევებზე. აღინიშნა წლის მანძილზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ინტენსიური თანამშრომლობა; ასევე, თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და მიღწეული შედეგები.
უწყებათაშორისი კომისიის არსებობის სამი წლის მანძილზე იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 230 პირის ნეშტი.