01 ივლისი 2026,   22:16
ვრცლად
აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა - სახაზინო დეპარტამენტის შავ სიაში მოხვდა რუსი ოლიგარქი ვლადიმირ პოტანინი

აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის შავ სიაში მოხვდა რუსი ოლიგარქი ვლადიმირ პოტანინი და მის მიერ შესყიდული "როსბანკი" ; ასევე "ვითიბი ბანკის" 17 შვილობილი კომპანია. ანალოგიური შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ კომპანიაზე, სადაც რუსული ბანკი აქციების 50%-ზე მეტს ფლობს, თუმცა ამჯერად ეს კომპანიები შავ სიაში იქნება ჩამოთვლილი.

აღსანიშნავია, რომ პოტანინი, "ფორბსის" ინფორმაციით, რუსეთში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილზეა. სანქციები ასევე ამოქმედდება რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერებისა და გუბერნატორების წინააღმდეგ.

დღის ამბები