25 დეკემბრის ჩათვლით, "ბილაინის" აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ, iPhone 14 მოიგონ. გათამაშებაში ჩართვა ძალიან მარტივია:
კონკურსში მონაწილეობა და პრიზის მოგება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, ხოლო თუ აბონენტი არასრულწლოვანია, მას დასჭირდება მშობლის/კანონიერი მეურვის თანხმობა. პრიზის მისაღებად მოგებულმა პირადობასთან ერთად სიმ ბარათი უნდა წარადგინოს.
აღსანიშნავია, რომ ისეთი ინტერნეტ პაკეტის შეძენისას, რომელიც მუსიკას მოიცავს, „ბილაინის“ აბონენტები უფასოდ სარგებლობენ Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტით, რომელიც, ყველა სხვა შემთხვევაში, თვეში $3.99-ი ღირს. Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტი უზრუნველყოფს მაღალ გარჩევადობას და მუსიკის მოსმენას რეკლამის გარეშე.
Stingray Music-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android სისტემაზე და სარგებლობისთვის რეგისტრაცია საჭირო არ არის – როდესაც გადმოწერა ხდება „ბილაინის“ სიმ ბარათის მქონე ტელეფონით, აპლიკაცია აბონენტებს Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტით ავტომატურად სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.
Stingray გლობალური ბრენდია, რომელიც 23 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. მუსიკალური პლატფორმა 150-ზე მეტ კონკრეტული მიმართულების მქონე, მუდმივად განახლებად ფლეილისტს მოიცავს, რომლებიც თანამედროვე მუსიკალური ტრენდებისა და მსმენელთა უკუკავშირის საფუძველზე ყოველდღიურად იქმნება.
R