მცხეთის რაიონულ სასამართლოში ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. მხარეები დღეს შესავალი სიტყვით წარსდგებიან. დანაშაულზე სამართალწარმოება ორად არის გაყოფილი - 8 ბრალდებულიდან ხუთს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
ზაფხულში, დაბადების დღის წვეულებაზე 20 წლის მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში დავით ჯიჯეიშვილს ადანაშაულებენ.